Archive in Ankara

როგორც ჩემმა მეგობრებმა (და ფოლოვერებმა) იციან უკვე, 29 მარტს ანკარაში Archive-ის კონცერტზე ვიყავი. კონცერტი ჩატარდა Jolly Joker-ში (თურქული Hard Rock Cafe-ს ვარიანტია).

კონცერტი კარგი იყო, გადასარევი იყო თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ შესანიშნავი იყო. დარბაზი გადატენილი არ იყო, მაგრამ საკმარისი ხალხი იყო. ლაივში უფრო ელექტრონიკის მუსიკას ჰგავდა, ვიდრე ალტრენატივს, მაგრამ ძლიერი იყო.

კონცერტის დასაწყისში ხმა არ ხმა არ ქონდათ კარგად დაყენებული, რადგანაც Hatchet-ზე Holly-ს ხმა კარგად არ ისმოდა, მაგრამ მერე ხმა გასწორდა და მშვენიერი ჟღერადობა იყო.
კონცერტი დაიწყეს Big Fish-ით (თუ არ ვცდები), მერე Wiped out, Hatchet და ასე გააგრძელეს. უმეტესობა ბოლო ალბომიდან იყო. რათქმაუნდა თავისი კლასიკაც დაუკრეს – You Make Me Feel, Again, Bulletsm, Fuck You.
როგორც ჩანს ანკარა მართლაც კულტურული ქალაქი არ არის, მსემელი მარტო Fuck You-ს სიმღერაზე აყვა. მე კიდე სახლში ლამის ხმაჩახლეჩილი მოვედი, და მეორე დღეს კონცერტზე ჰედბენგის გამო კისერი მტკიოდა :))))
მე რო მკითხო ყველაზე კარგად You Make Me Feel, Interlace და კიდე რამოდენიმე სიმღერა დაუკრეს რომლის სახლეც არ მახსოვს.
კონცერტი დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა.

 

Leave your comment here: