რა არის ლოგო?

ლოგო არის კომპანიის, უფრო სწორად კი ბრენდის უნიკალური გრაფიკული ნიშანი. ლოგოს აგრეთვე იყენებ არასამთავრობო ორგანიზაციები, კომერციული კორპორაციები და ინდივიდუალური პიროვნებებიც კი ზოგჯერ იყენებნ ლოგოს, რათა წარმოშვან მუდმივი საზოგადოებრივი ცნობადობა.

ზოგჯერ ამბობენ, რომ ლოგო ბრენდის ხელმოწერაა. საერთოდ სიტყვა ლოგო გაჩნდა მეცხრამეტე საუკუნეში, თავდაპირველად სიტყვა ”ლოგოს”  სინონიმი ”ლიგატურა” იყო და წარმოადგენდა ტოპოგრაფიული შრიფტის ორი ან სამი ასოს გაერთიანებას.

ლოგო ხშირად შედგება გრაფიკული გამოსახულებისაგან ან/და გაფორმებული დასახელების შემადგენელი ასოებისაგან. გამოდის რომ არის ორი სახის ლოგო: გრაფიკული და ტექსტური (ლოგოტიპი).

გრაფიკულის მაგალითი არის Apple-ის ლოგო, ხოლო ტექსტურის, ანუ ლოგოტიპის Google.

 

დღეს დღეისობით ლოგო გამოიყენება, როგორც სავაჭრო ნიშანი, იმის საჩვენებლად, რომ პროდუქტი წარმოებული ამა და ამ კომპანიის მიერ.

ლოგოს დიზაინისას ყურადღებას აქცევენ რამოდენიმე დეტალს.

ფერი

სხვადასხვა ფერი სხვადასხვა რამეს აღნიშნავს. მაგალითად ყვითელი არის სიწმინდისა და სინათლის მაჩვენებელი. ყვითელი ხშირად გამოიყენება კრეატიულობის და ინტელექტის საჩვენებლად. ყველა ფერს აქვს როგორც კარგი, ასევე ცუდი დახასიათებაც. მაგალითად, ყვითელი აგრეთვე არის პატივაყრილობის, ღალატის და ეჭვიანობის მაჩვენებელიც.

მწვანე ბუნებუს სიმბოლოა.  ამიტომაც მწვანე ფერი კომფორტს და ეკოლოგიას უახლოვდება. მაგალითად Starbucks-ის ლოგო მწვანე ფერისაა.

გამოსახულება

ლოგოს თანმხლები გრაფიკული გამოსახულება, ხშირ შემთხვევაში დაკავშირებული იმ კომპანიის საქმიანობის სფეროს, რომლის საკითრებაც არის ლოგო. მაგალითად სწარფი კვების რესტორნების ქსელის ”გაამოთ” ლოგო არის ჩანგლის ფორმის ხელი.

ტიპოგრაფია

ტიპოგრაფია ანუ კლიშე (ფრანგ. სიტყვა cliché) ნიშნავს საბეჭდ ფორმას, რომელსაც საილუსტრაციო ორიგინალების მაღალი ბეჭდვისას გამოიყენებენ. ჩვეულებრივ ენაზე კი მას ”შრიფტს” უწოდებენ. მაგალითად, Cocacola-ს და IBM-ის ლოგო.

ჩემი პოსტი აღებულია  Enthusiast.ge  საიტიდან – http://goo.gl/J4lqZ

2 thoughts on “რა არის ლოგო?

  1. ესპანეთში მწვანე ფერს სულ სხვა დატვირთვა აქვს.
    დაახლოებით ისეთივე დატირთვის მატარებელია, როგორც ჩვენთან არის მაგალითად, მყვირალა და ღაჟღაჟა წითელი.
    :))))))

    • მადლობ კომენტარისთვის🙂
      მართალი ხარ, ფერების მნიშვნელობა ზოგიერთ ქვეყანაში განსხვავდება. მწვანე ფერი აგრეთვე განსხვავდება მუსულმანურ ქვეყნებში – მას ზოგჯერ რელიგიური დატვირთვაც აქვს.

Leave your comment here:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s