PR, ანუ რა დაგვიტოვა ზიგმუნდ ფროიდმა სექსის გარდა?

Facebook’ზე დავსვი კითხვა თუ რა ახსენდებათ ჩემს მეგობრებს ზიგმუნდ ფროიდის ხსენებაზე. სიმართლე გითხრათ, პასუხები არ იყო მოულოდნელი.

მაგრამ აღსანიშნავია, რომ სექსის გარდა ფროიდმა დაგვიტოვა ბევრი სხმა რამ. მაგალითად, მოსაზრებები ფსიქოანალიზზე და ბრბოს ფსიქოლოგიაზე. ზუსტად ამ უკანასკნელიდან წარმოიშვა თანამედროვე პიარი.

ზიგმუნდის არც თუ ისე ცნობილი ნაშრომის Group Psychology and the Analysis of the Ego საფუძველზე, მისმა დის შვილმა ედვარდმა (Edward L. Bernays) პიარს საფუძველი ჩაუყარა. რა თქმა უნდა, ის არ ეყრდნობოდა მხოლოდ ბიძამისის ნაშრომს. აქ გუსტავ ლე ბონის ნაშრომებმაც დიდი როლი ითამაშა.

მოკლედ, მადლობა ფროიდს.

ახლა დავუბრუნდეთ საკითხს, თუ რა არის პიარი?

პიარი ზოგადად არის კომპანიის/ორგანიზაციის იმიჯის მართვის მიზნით საზოგადოებასთან და სხვა კომპანიებთან/ორგანიზაციებთან სტრატეგიული კომუნიკაციის მართვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კომპანიების პიარ განყოფილებებში უმეტესობა ჟურნალისტები მუშაობენ, ეს არ არის მხოლოდ მედიაში კარგი სტატიების გაგზავნა და ცუდების დაბლოკვა.

პიარი, ისევე როგორ მარკეტინგი, გრძელი პროცესია და საჭიროებს ბაზრის და საზოგადოებრივი აზრის კვლევას, კომუნიკაციის წინასწარ დაგეგმვას და ამ ყველაფრის შეჯამებას. კომპანიაში კრიზისის დროს პიარის განყოფილება მოვლენების ეპიცენტრში ხვდება და წყვეტს, ვინ უნდა გამოვიდეს სიტყვით და რა მესიჯს უნდა შეიცავდეს ეს გამოსვლა.

ოთხი წელი ვსწავლობდი პიარს, და ამ დროის განმავლობაში ბევრი მისვამდა ამ შეკითხვას – “რა არის პიარი?” მე კი მოკლედ ვპასუხობდი – “რეკლამის მაგვარი რაღაც”. დღეს უკვე მარკეტინგის MBA’ზე ვსწავლობ და კვლავ ასე ვპასუხობ, მაგრამ უკვე სხვა შეკითხვაზე – “რა არის მარკეტინგი”? სამწუხაროა, მაგრამ ასეა (sad but true). რთულია, აუხნა ადამიანს, რა არის პიარი და რას აკეთებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, მითუმეტეს კომპანიის შიდა პიარზე თუ მიდის საუბარი. რადგანაც მისი საქმიანობა HR’ის საქმიანობასაც ითვისებს ხოლმე ისევე, როგორც მარკეტინგის. ასე რომ, პიარის სფეროში წარმატებისთვის უნდა შეისწავლოთ თითქმის ყველაფერი რაც ბიზნესს ეხება – მენეჯმენტი, მარკეტინგი, დიზაინის კონცეპტები, HR, ლიდერობა… და, რა თქმა უნდა, თვითონ პიარიც.

ასე რომ, ვინც ვინც ჯერ ვერ გაიგო რა არის პიარი შეგიძლიათ გადახედოთ ქართული პიარის თემატურ საიტებს, სადათ  ჩემი აზრით მარტივად და გასაგებად წერია ყველაფერი –

იმათთვის კი ვინც უკვე დაინტერესებულია პიარში და საწყისი ცოდნა აქვს მიღებული, მინდა გირჩიოთ წაიკითხოთ ეს წიგნები: